ტერმინი სენსორული ინტეგრაცია პირველად გამოიყენა სერ ჩარლზ შერინგტონმა.
![]() |
სერ ჩარლზ შერინგტონი |
თერაპიის მეთოდი გამოიყენება აუტიზმის მკურნალობის დროს. მისი მიზანია დავეხმაროთ ბავშვს გადალახოს მისი ანტიპათია და გახდეს უფრო ტოლერანტული გარემოს მიმართ. ამ სტიმულებს ბავშვს ვაწვდით თამაშისა და ფიზიკური აqტივობების საშუალებით. ეს შეიძლება მოიცავდეს ძლიერ გახეხვას, საქანელებს ვესტიბულური სტიმულირებისათვის, სხვადასხვა ტექსტურებთან შეხებას, სახტუნაო ლეიბებს, თერაპიულ ბურთებსა და სხვა.
თერაპია ყოველთვის ინდივიდუალურია და ბავშვზე ორიენტირებულია. თერაპევტმა საშუალება უნდა მისცეს ბავშვს შეარჩიოს აქტივობები და მოარგოს პროგრამა ბავშვის საჭიროებებს. ბავშვისათვის სახლშიც სენსორული ინტეგრაციის თერაპიას თამაშის სახე უნდა ჰქონდეს. თერაპევტი ნაზად მიმართავს ბავშვს იმ აქტივოვებისაკენ, რომელიც აუმჯობესებს მის შემომავალი სტიმულების გადამუშავებისა და ორგანიზების პროცესს.
სენსორული დეზინტეგრაცია - ასე უწოდებენ ამ მდგომარეობას, მდგომარეობას, როცა ადამიანი თავს დაბნეულად, დაკარგულად გრძნობს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სენსორული ინტეგრაცია შეგრძნებების მოწესრიგებას ნიშნავს, ჩვენი ტვინი გამუდმებით იღებს ინფორმაციას არა მხოლოდ თვალებით, ყურებით, ყნოსვით, არამედ კუნთებიდანაც და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ამ ინფორმაციის სტრუქტურირება შემდგომ მოქმედებებს განაპირობებს. ეს პროცესი ისევე მექანიკურად მიმდინარეობს და ისევე აუცილებელია ჩვენი ნორმალური არსებობისთვის, როგორც სუნთქვა. საკმარისია იგი სადღაც შეფერხდეს, ტვინისკენ მიმავალ რომელიმე არხს სერიოზული პრობლემა შეექმნას, პრობლემა შეგვექმნება ჩვენც.
სენსორული ინტეგრაციის თეორიას საფუძველი დაუდო დოქტორ A. Jean Ayres–მა,რომელმაც 20 საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს, განვითარების ფსიქოლოგიის, სწავლების ფსიქოლოგიის, ნევრობი¬ოლოგიის, ნევროფიზიოლოგიის სფეროდან ლიტერატურის გაცნობითა და საკუთარი კლინიკური გამოც¬დილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ჰიპოთეზები, რომლებიც მიუთითებდნენ ფსიქონევროლოგიური ფუნქციის იმპლიკაციას ბავშვის ქცევასა და სწავლებაში. ა. ჟ. აყრეს–ი დაინტერესდა იმით, თუ როგორ ახ¬დენენ გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე სენსორული ინტეგრაციის პროცესები და მოძრაობის დაგეგმ¬ვის დარღვევები.
სენსორული ინტეგრაცია, ანუ სენსორულ სტიმულთა გადამუშავება არის რთული პროცესი, რომლის დროსაც ადამიანის ნერვული სისტემა ღებულობს ინფორმაციას ყველა გრძნობის რეცეპტორიდან (შეხება, ვეს¬ტიბულარული სისტემა, პროპრიოცეპცია, ყნოსვა, გემო, მხედველობა და სმენა), შემდეგ კი ახდენს მათ მო¬წესრიგებას და ინტერპრეტაციას იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს მათი გამოყენება მიზნობრივ და ეფექტურ ქმედებაში.
ან
სენსორული ინტეგრაცია - შეერთება, სელექცია, გადამუშავება გრძნობითი სტიმულებისა, რომლებიც მო¬ედინება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გრძნობითი სისტემების მიერ (მზერა, შეხება, წონასწორობა, სმე¬ნა, სიღრმითი შეგრძნება). სენსორული ინფორმაციის გადამუშავება ხდება ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე, ხოლო სენსორული შეგრძნებების გაერთიანების შედეგია რეაქციის განსაზღვრული ტიპი, რომელ¬საც ადაპტაციური პასუხი (ადაპტივე რესპონსე) ეწოდება.
0 - 7 წელი ‒› ადაპტაციური პასუხი არის ძირითადად მოტორული ხასიათის.
7 წლიდან ‒› მოტორულ რეაქციებს ემატება ემოციური და მენტალური რეაქციები.
A. Jean Ayres(1991) წერს, რომ:
სენსორული ინტეგრაცია ეს არის ნევროლოგიური პორცესი, რომელიც ორგანიზებას უწევს სხეული¬დან ან გარემოდან მომდინარე შთაბეჭდილებებს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მიზნობრივ ქმედებაში. ამ პროცესში ტვინი ყველა გრძნობის ორგანოდან მიღებულ ინფორმაციას ახარის¬ხებს, ამოიცნობს, ინტერპრეტირებას უკეთებს, აკავშირებს ერთმანეთთან და ადრინდელ გამოცდილებებ¬თან, და პასუხობს გარემოდან მომდინარე მოთხოვნებს.
Z. Przyrowski-ს მიხედვით (1998)
სენსორული ინტეგრაცია ეს არის გრნობითი შემავალი მონაცემების ორგანიზება, რასაც ახდენს ტვინი, გარემოს მოთხოვნებზე ადაპტაციური პასუხების გაცემის მიზნით.
სენსორული ინტეგრაციის დონეები
დონე 1
შეხებას (როცა ადამიანი ეხება, და როცა მას ეხებიან) აქვს ძალზე არსებითი გავლენა განვითარებაზე ბავშვობაში და მომდევნო პერიოდებში. შეხების შეგრძნება განსაზღვრავს ბავშვისათვის განცდას: წოვა, ღეჭვა, საჭმლის ყლაპვა. დედასთან ახლო კონტაქტი არის ტვინის მიერ ხორციელი კონტაქტიდან მომდინა¬რე შეგრძნებების ინტერპრეტაციის პირველი მცდელობა. სხეული აძლევს ბავშვს საკუთარი თავის შეგრძ¬ნების, საკუთარი ფიზიკური სხეულებრიობისა და თვითმყოფადობის პირველ შთაბეჭდილებას. კანი იქცევა საზღვრად, ადგილად, სადაც ბავშვი იწყება და მთავრდება, უსაფრთხოდ ყოფნის შეგრძნების წყაროდ და სხვა ადამიანებთან ემოციური კავშირის ჩამოყალიბების დვრიტად.
ვესტიბულური და პროპრიოცეპტიული შეგრძნებების ინტეგრაცია აძლევს ბავშვს თვალის გუგების მოძრაობის კონტროლის უნარს, საგანზე მზერის დაფიქსირების უნარს, შესაძლებელს ხდის მზერის მოძრავ საგანზე გაყოლებას. გავლენას ახდენს ასაკთან შესაფერისი პოსტურალური რეაქციების ჩამოყალიბებაზე (როგორებიცაა მაგ. მუცლიდან ზურგზე გადაბრუნება, ხოხვა, დგომა, სიარული) და კუნთების დაძაბულობის მართებულ განაწილებაზე.
სიმძიმის ძალის შეგრძნება უსაფრთოდ გრძნობის მეორე წყაროს წარმოადგენს.
დონე 2
ამ პერიოდში ყალიბდება სხეულის აღქმა, რაც წარმოადგენს მოტორული დაგეგმვის საფუძველს. მყე¬სებიდან, სახსრებიდან, კუთნებიდან, კანიდან და სიმძიმის ძალიდან მომდინარე ინფორმაციების სწორი ორგანიზება გავლენას ახდენს ორმხრივ კოორდინაციასა და შემეცნებით განვითარებაზე.
დონე 3
სენსორული ინტეგრაციის ამ დონის მიღწევის პირობა მდგომარეობს წინა ორი დონის მართებულად გავლაში. ამ დონისათვის დამახასიათებელი უნარი მდგომარეობს სიტყვიერი კომუნიკაციის უნარში. ამი¬სათვის საჭიროა სტიმული სამი სისტემიდან: სენსორული, ვესტიბულარული და სმენითი სისტემებიდან.
ისევე, როგორც მეტყველება, ინტეგრაციის დამასრულებელი ეტაპი ადრეულ დონეებზე არის მზერითი აღქმა. იმისათვის რომ ის სწორად განვითარდეს, ბავშვს უნდა ჰქონდეს მრავალი გამოცდილება: უნდა ეხებოდეს საგნებს, ამოძრავებდეს მათ, გადაჰქონდეს, იგრძნოს მათი სიმძიმე სიმძიმის ძალასთან შეფარ¬დებით. ამ დონეზე თავს იჩენს ბავშვის უფრო მეტად მიზნობრივი საქმიანობა – მას შეუძლია დაიწყოს ქმე¬დება, განაგრძოს ის და მიიყვანოს დანიშნულ მიზნამდე. ამ ეტაპზე იხვეწება აგრეთვე კოორდინაცია „თვა¬ლი–ხელი“, რაც განსაკუთრებით გამოსადეგია იმ დავალებებში, რომლებიც მოითხოვს ზუსტ მოძრაობას.
დონე 4
ამ პერიოდში ხდება ნერვული სისტემის ფუნქციონირების სპეციალიზება, რაც ხელს უწყობს სწორი ადაპტაციური რეაქციების განვითარებასა და წარმოშობას. სპეციალიზაცია შესაძლოა მოიცავდეს ხელის მანუალურ ფუნქციებს, ტვინის ნახევარსფეროთა ლოგიკურ–ენობრივ ან წარმოსახით ფუნქციებს. სენსო¬რული ინტეგრაციის საბოლოო შედეგია კონცენტრაციისა და რეალობის ორგანიზაციის უნარი.
სენსორული ინტეგრაციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა შეიძლება შეასრულოს:
- ოკუპაციურმა თერაპევტმა
- ფიზიოთერაპევტმა
- ფსიქოლოგმა
- ლოგოპედმა
- ექიმმა
- პედაგოგმა (მხოლოდ პოლონეთში), რომელმაც გაიარა სენსორული ინტეგრაციის თეორიისა და თერაპიის ტრენინგი 1 და 2, გამოცდებით და მიიღო სენსორული ინტეგრაციის თერაპევტის სერტიფიკატი. ამ ტრენინგებს ატარებენ საგანგებოდ მომზადებული SI–ის მასწავლებლები და ხანგრძლივობით 1 – 40 საათი გრძელდება, ხოლო 2 – 170 საათი; ჯამში 210 საათი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისა.
გამოყენებული ლიტერატურა „ პირველი ნაბიჯი-First Step”
„შესავალი სენორული ინტეგრაციის თეორიაში“